გიორგი ლეონიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიება გადაიდო (ფოტოკოლაჟი)

კორონავირუსის გამო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში, მუზეუმების საერთაშორისო დღე სათანადოდ ვერ აღინიშნა. ამის შესახებ მუზეუმის დირექტორი დარეჯან ლეონიძე ავრცელებს ინფორმაციას.
„გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს რთული დღეები დაუდგა, გაუქმდა მასობრივი ღონისძიებები, რის გამოც ვერ ხერხდება ამ დღის სათანადოდ აღნიშვნა. გადაიდო დიდი ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ლეონიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი დაგეგმილი ღონისძიებაც.
შექმნილი მდგომარეობის გამო, ამჟამად, მხოლოდ ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ“, – წერს დარეჯან ლეონიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები