გიორგი კახიანი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე: სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია, განაჩენი არ დამდგარა.
„სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. რამდენადაც ცნობილია, ამ ეტაპზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია, განაჩენი გიორგი რურუას მიმართ არ დამდგარა. საუბარი იყო მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით დატოვა პატიმრობა”, – აღნიშნა კახიანმა.
მისივე თქმით, პროცესი გრძელდება და, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო შემდგომ პერიოდში გამოჩნდება.
„ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სასამართლოს არ ჰქონდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების გარემოება და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.