რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 9 ათასით გაიზარდა
რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის კიდევ 8 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში ქვეყანაში უკვე 290 678 ინფიცირებულია.
ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, რომ პირველი მაისის შემდგომ პირველად ახალი ინფიცირებულების მაჩვენებელი 9 ათასზე ნაკლები დაფიქსირდა.
ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს 91 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 2722 ლეტალური შემთხვევაა.
გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის დამარცხება 2 836 პირმა შეძლო, სულ 70 209 გამოჯანმრთელებულია.
აღინიშნება, რომ სულ 7,1 მლნ ტესტია გაკეთებული, მხოლოდ 17 მაისს 230 ათასი.