„ლექსო, არ დაიკარგები“ – დისტანციური საღამო

15 მაისს, 20:00  საათზე, ფოლკლორის ცენტრის „იუთუბის“ არხსა და ფეისბუქის გვერდზე აიტვირთება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოს – „ლექსო, არ დაიკარგები“ 2015 წლის ჩანაწერი.
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოებიდან ბევრი რამ არის გასახსენები და სათქმელი. საღამოების თითოეული მონაწილე ხომ ცალკე სამყაროა, ბუნებითი ნიჭიერებისა და სისადავის განსახიერება, თავისი გამოჩენით სიმხნევისა და სიხარულის სხივი რომ შეაქვს საზეიმო ღონისძიების დამსწრეთა გულებში… 2015 წლის საღამო ზეპირსიტყვიერების სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებების – ვახუშტი კოტეტიშვილის, ალექსი ჭინჭარაულის და იურა (გიორგი) ჯაფარიძის ხსოვნას ეძღვნებოდა.
ეთერ თათარაიძე:
„რაჭიდან დათუნიკას ჩამოსვლამ ყველა გაახარა. თავის ანსამბლს ახლდა ცეკვის დიდოსტატი. სცენაზე გამოსვლა და მონაწილეების წარდგენა მოუწია. სცენის დატოვება რომ დააპირა, დარბაზის რეაქციამ დაარწმუნა, რომ ასე იოლად ვერ მოახერხებდა კულისებში მიმალვასა და გაუჩინარებას“…
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2008 წელს აღადგინა ხალხური პოეზიის საღამოები სათაურით – ,,ლექსო არ დაიკარგები”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები