“გაზრდილმა მობილობამ, ჯერჯერობით, ვირუსის გავრცელებაზე ნეგატიური გავლენა არ იქონია” – „კურაციო“

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” კორონავირუსის გავრცელებისა და მოსახლეობის მობილობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ 20 აპრილის შემდეგ მოსახლეობის მობილობა გაზრდილია, თუმცა, ჯერჯერობით, ამას ვირუსის გავრცელების ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია.

ანგარიში Google Baseline-ის მონაცემებზე დაყრდნობით მოსახლეობის მობილობის ცვლილებას აფასებს.

ფონდის ცნობით, ანგარიშში ნაჩვენებია მობილობის ცვლილების ტრენდი ისეთი სოციალური აქტივობის მიხედვით, როგორიცაა გართობა, დასვენება, ვაჭრობა, ტრანსპორტირება, ასევე, აქტივობა ოფისებში/სამუშაო ადგილებსა და საცხოვრებელ სახლებში.

„მონაცემების ანალიზით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 20 აპრილის შემდეგ აღინიშნება მოსახლეობის მობილობის ზრდა ყველა ლოკაციაზე, თუმცა 6 მაისისთვის დაფიქსირებული მობილობა მაინც ნაკლებია იმაზე, რაც თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა. მაისის თვეში გამოვლენილი COVID-19 შემთხვევების რაოდენობა და ის, რომ 20 აპრილის შემდეგ გასულია სამ კვირაზე მეტი, გვაფიქრებინებს, რომ გაზრდილმა მობილობამ, ჯერჯერობით, არ იქონია ნეგატიური გავლენა ვირუსის გავრცელების სიჩქარესა და მასშტაბებზე“, – აცხადებენ საერთაშორისო ფონდ “კურაციოში” .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები