ირაკლი კობახიძე: ბევრი გადაწყვეტილება განიხილება იმ ფორმატში, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე წარმართავს

„მთელი რესურსი, როგორც ხელისუფლების, ასე მმართველი პარტიისა, არის მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვოთ თავი პრობლემებისგან, ეპიდემიის შემდგომი გავრცელებისგან და ამ ყველაფრის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მობილიზაციის, სრული კონცენტრაციისა და კარგი მუშაობის დამსახურებით ცდილობს არსებულ გამოწვევებთან ბრძოლას.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ პროცესში, ბუნებრივია, საკვანძო როლი აქვს პარტიის თავმჯდომარეს, რომელთანაც რეგულარული კონსულტაციები მიმდინარეობს და ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები, განიხილება ხოლმე იმ ფორმატში, სადაც განხილვას პარტიის თავმჯდომარე წარმართავს.

„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ პარტიას, აქედან გამომდინარე, პარტიის რესურსის სრული მობილიზება, რა თქმა უნდა, თავმჯდომარის ორგანიზებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესის სწორად სამართავად. მობილიზაციის ეს ხარისხი რომ არ ყოფილიყო უზრუნველყოფილი, როგორც ხელისუფლების, ასევე, მმართველი პარიის, ბუნებრივია, პრობლემები იქნებოდა მეტი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ვახერხებთ ამ პრობლემების გადაჭრას და ეს არის სწორედ ამ მობილიზაციის, სრული კონცენტრაციისა და ძალიან კარგი მუშაობის დამსახურება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები