ირაკლი კობახიძე: პარლამენტი არის აქტიური თანამონაწილე ყველა იმ პროცესისა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლასთან არის დაკავშირებული
„პარლამენტი არის აქტიური თანამონაწილე ყველა იმ პროცესისა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან ბრძოლასთან, რომელიც არის დაკავშირებული ჯანდაცვის მიმართულებით ნაბიჯების სწორად დაგეგმავსთან, სოციალური და ეკონომიკური პაკეტის სწორად განსაზღვრასთან და ამ პაკეტის მოქალაქეებამდე სწორად მიტანასთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება თანმიმდევრულად მიყვება გეგმას როგორც ჯანდაცვის, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით. თანმიმდევრულად ხორციელდება თითოეული ის მოქმედება, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს მთლიანობაში პანდემიასთან ბრძოლასთან და, შესაბამისად, ამ გეგმის განხორციელებაში ხელისუფლების თითოეული შტო არის ჩართული.
„შექმნილია სპეციალური საბჭო პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით, სადაც არიან წარმოდგენილნი პარლამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, რამდენიმე დეპუტატი მონაწილეობს მუდმივად ამ საბჭოს მუშაობაში და თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც არის დაკავშირებული ამ პროცესის მართვასთან, მიიღება სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების აქტიური მონაწილეობით. როგორც მოგეხსენებათ, არის ცალკე შექმნილი ეკონომიკური მიმართლებით საბჭო, სადაც პარლამენტის ყველა შესაბამისი პროფილის კომიტეტის თავმჯდომარე არის ჩართული და როდესაც შემუშავდა სოციალური და ეკონომიკური პაკეტი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესსექტორისთვის, ეს პაკეტიც შემუშავდა ამ საბჭოს მიერ, დეპუტატების, კომიტეტის თამჯდომარეებისა და სხვა ხელმძღვანელი პირების აქტიური თანამონაწილეობით. გარდა ამისა, ჩვენი დეპუტატები არიან ადგილებზე ძალიან აქტიურად ჩართულნი პროცესების მართვაში, განსაკუთარებით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეტია პრობლემა ეპიდემიის გავრცელების კუთხით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.