ახალციხისა და ბორჯომის აგრარული ბაზრები დაკეტილია – “შეზღუდვების მოხსნა დახურული ტიპის სავაჭრო ობიექტებს არ ეხება”

დღეს ქვეყანაში აგრარული ბაზრები გაიხსნა, თუმცა ახალციხის ბაზარი ამ დრომდე დაკეტილია.  ახალციხესთან ერთად, დაკეტილია ბორჯომის ბაზარიც. როგორც “რეგიონულ კვირას” სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ორივე სავაჭრო ობიექტი დახურულ სივრცეშია, ახალი რეგულაცია კი მხოლოდ ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს ეხება.

“ბაზარს აქვს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებები და, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ მუშაობენ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, გარდა ამისა, პირველი ეტაპის რეგულაციები მხოლოდ ღია ტიპის ბაზრებს შეეხო”, – ამბობს რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი, გიორგი მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის სავაჭრო ცენტრი ერთადერთი აგრარული ბაზარია, რომელიც ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს. ის 12 აპრილს დაიკეტა, ბორჯომის აგრარული ბაზარი კი – 8 აპრილს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა იწყება. 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა, დაშვებულია ონლაინვაჭრობა და მსუბუქი მანქანებით გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები