სამეგრელო-ზემო სხვანეთში კორონავირუსზე 30 ანალიზის პასუხი უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 31 ბიოლოგიური მასალიდან 30 ანალიზის პასუხი უარყოფითია, ერთის პასუხი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს – ამ დროითვის – 77 პირია მოთავსებული.

რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 181 პირი რჩება თვითიზოლაციაში, ხოლო ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 865 პირს მოეხსნა.

27 აპრილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, “საკომენდანტო საათის’ დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის 1 პირი დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები