ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკას დღეს კიდევ ოთხი პაციენტი დატოვებს. კორონავირუსზე საკონტროლო ტესტირების შედეგად, მათ კოვიდ19 აღარ უფიქსირდებათ.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს. გამოჯანმრთელებული პაციენტები ე.წ. თერჯოლის, ქუთაისისა და ქობულეთის კლასტერებიდან არიან.

ამ დროისთვის, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე 19 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 496 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა – 149 ადამიანი, გარდაცვლილია – 6. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4833 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 571 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები