სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში პირველი პისიარ ტესტები COVID 19-ზე ადგილზე გაკეთდა,- ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ლაბორატორიაში დღეს გამოკვლევა 12 ადამიანს ჩაუტარდა.
როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა – ლელა ქაჯაიამ აღნიშნა, თორმეტივე ტესტის პასუხი “კოვიდ19-ზე” უარყოფითია.
აღსანიშნავია, რომ “პრაიმედის” მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელმაც დღეს დაიწყო COVID 19-ზე კვლევები, განმეორებითი კვლევა ორ კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტსაც, ჩაუტარდა, რომელიც COVID 19-ით იყო ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა.
“პირველმა დღემ ჩვენს განახლებულ ლაბორატორიაში საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. დღეიდან ჩვენი ლაბორატორია იქნება ერთ-ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო სამეგრელოს რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია, სადაც გაკეთდება შესაბამისი კვლევები COVID 19-ზე” – განაცხადა ლელა ქაჯაიამ.