თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული სამედიცინო ცენტრის მედიკოსია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა მეხრაძემ განუცხადა.
“ჩვენს რეგიონში პირველი შემთხვევაა. ინფიცირებული იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ამიტომ პაციენტებთთან კონტაქტი არ ჰქონია. როდესაც სიმპტომები გამოუვლინდა გადაყვანილი იქნა მარნეულის “ჯეოჰოსპიტალში”. დღეს თეთრიწყაროში ჩამოვიდნენ ეპიდემიოლოგები, მიმდინარეობს კვლევა და ამის მიხედვით გადაწყდება, დაიხურება თუ არა კლინიკა, სადაც აღნიშნული ექთანი მუშაობდა”, – განაცხადა პაატა მეხრაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.
საქართველოში Covid-19-ის 456 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია – 132, გარდაცვლილი – 5, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 571 პაციენტია მოთავსებული.