შუახნის ასაკის მამაკაცს, რომელიც “ცხელების ცენტრში” გუშინ მოათავსეს, კორონავირუსის ტესტზე დადებით პასუხი მოუვიდა.
იგი “ცხელების ცენტრში” ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, ინფიცირებული პაციენტი ახალციხეში აღარ იმყოფება, იგი უკვე გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
„ანალიზები გავაგზავნეთ და ერთ-ერთ მათგანზე დადებითი პასუხი მოვიდა. როგორც ვიცი, კახეთიდან არის. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონია“,– ამბობს გიორგი ბარძიმაძე.