საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული მამაკაცი გამოჯანმრთელდა და ის კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცენტრის დირექტორმა განუცხადა.
“ჩვენთან მყოფი კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა კორონავირუსისგან. ეს მეშვიდე პაციენტია, რომელიც კლინიკაში Covid19-ზე მკურნალობდა და განიკურნა. სხვა საკვლევი პაციენტები ამ დროისთვის არ გვყავს”, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.
ცნობისთვის, საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული შვიდი პაციენტიდან შვიდივე გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 132, გარდაცვლილია 5. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინში 4949 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 555 პირია.