ტარიელ ნაკაიძე: სახლში ლოცვის შესახებ პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება რამადანის თვეშიც ძალაშია
დღეს მუსლიმებისთვის რამადანის თვე დაიწყო. მორწმუნეები ერთთვიან მარხვას იწყებენ.
საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა მეჩეთში ჯგუფური ლოცვა შეჩერებულია.
როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ განუცხადა, პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება რამადანის თვეშიც ძალაში დარჩება.
„რამდენჯერმე მოვუწოდეთ მრევლს, რომ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად შეესრულებინათ ჯგუფური ლოცვები, დროებით თავი შეეკავებინათ მეჩეთებში ჯგუფური ლოცვებისგან. მარხვას განსაკუთრებული ლოცვა აქვს საღამოთი, ესეც მეჩეთებში შეჩერებულია.
ეს მოწოდება მანამდე იქნება ძალაში, სანამ ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე იარსებებს”, – განაცხადა ნაკაიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე