კახეთში, კერძოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კიტრის რეალიზაციისთვის საბითუმო ბაზარი იხსნება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი ფერმერები მოინახულეს და კიტრის მოსავლის სეზონი შეაფასეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახეთს მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ლაგოდეხის მერმა ფერმერებს საბითუმო ბაზრის გახსნაზე ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია საშვებს იმ ფერმერებზე გასცემს, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში კიტრის მოსავლის აღება და მისი რეალიზება მოუწევთ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღიურად 80-100 ტონა კიტრი იკრიფება.
მუნიციპალიეტში წელს 10 ტონამდე კიტრის მოსავალს ელოდებიან.