ქუთაისის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსზე აღებული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია

ქუთაისის “ცხელების ცენტრს” გასული დღე-ღამის განმავლობაში 30-მა პაციენტმა მიმართა, კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდგინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა. მისი თქმით, მიმართვიანობა დღის განმავლობაში გაიზრდება და ყველა მათგანი შემოწმდება.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით, 30-მა ადამიანმა მოგვმართა, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. მომართვიანობა კიდევ იქნება დღის განმავლობაში და ყველა მათგანს ჩაუტარდება შესაბამისი კვლევა”,  – აღნიშნა არჩილ მუკბანიანმა.

ცნობისთვის, იმერეთის მასშტაბით კორონავირუსზე 25 ადამიანი მკურნალობს, მათგან 24 ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში, ხოლო ერთი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. პაციენტებიდან არცერთის მდგომარეობა არ არის კრიტიკული.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები