ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 267 პირის ტესტის პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გამოკვლეული 203 ნიმუშიდან კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა, 64 ანალიზის პასუხს კი ბოლნისის სამედიცინო ცენტრში ამ დრომდე ელოდებიან და დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.
კორონავირუსით დაინფიცირებული 2 პაციენტი ცხელების ცენტრში მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 60 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 2 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შეთხვევაა, მათგან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5223 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 პირია.