ლევან რატიანი: ღორის გრიპი ორსულს ნაყოფიანად კლავდა, საბედნიეროდ, კორონავირუსს ეს თვისება არ გააჩნია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ე.წ. ღორის გრიპი ორსულს ნაყოფიანად კლავდა, კორონავირუსმა ეს ჯერ ვერ მოახერხა.
“ღორის გრიპი საშინელი ვირუსი იყო, ჩვენ ორსულებიც გვყავდა, ის დედა-შვილს კლავდა ამ ვირუსმა ეს ჯერ ვერ მოახერხა. საბედნიეროდ, ამ ვირუსს ეს თვისება არ გააჩნია. ჩვენ გავწერეთ ორი ორსული ქალი. დედაც და ნაყოფიც ჯანმრთელი“, – განაცხადა რატიანმა „მთავარი არხის ეთერში“.
მისივე თქმით, covid 19-ის სივერაგე ისაა, რომ მარტივად ვრცელდება.