ლევან რატიანი: ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხებს ველოდებით
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით მათ კლინიკაში სულ 108 პაციენტია მოთავსებული, აქედან კორონავირუსი 91-ს აქვს დადასტურებული.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე რამდენიმე ადამიანის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან.
“ამ ეტაპზე კლინიკაში 108 პაციენტია, აქედან 91-ს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. რეანიმაციულ განყოფილებაში 10 პაციენტი გვყავს. აქედან 8 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე. ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ტესტის პასუხს განმეორებით ველოდებით, თუ მოვიდა უარყოფითი პასუხები დანარჩენი პაციენტები ყველა დატოვებს კლინიკას. ჯერჯერობით არცერთი ახალი პაციენტი არ შემოსულა”, – განაცხადა რატიანმა.