“აღდგომის ღამისთვის შენობას ვამზადებთ, სადაც დისტანციურად შესაძლოა, 2000-მდე ადამიანიც დაეტიოს”

“პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, რომ აღდგომის ღამეს კლესიაში დისტანციის დაცვაში დაგვეხმარონ”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია აცხადებს.

მისი თქმით, შენობასაც ამზადებენ, სადაც შესაძლებელია, 2000-მდე ადამიანი დაეტიოს.

“თქვენ ხედავთ, დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ჩვენ შენობასაც ვამზადებთ, სადაც შესაძლოა, 2000-მდე ადამიანიც დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას.

ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ იმაში, რომ დისტანციები დაგვაცვევინონ.

ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ის, ბუნებრივია, დაჯარიმდება. ითქვა, რომ 21:00-დან 06:00-მდე არის “კომენდანტის საათი” და ამ დროს ქუჩაში არავინ  უნდა იყოს”, – აცხადებს მამა შალვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები