თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
“ჩვენს თანამშრომელს, ექიმს აღმოაჩნდა კორონავირუსი”,- ამის შესახებ თბილისის მედიცინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ლევან ყურაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო კლინიკის თანამშრომლები თვითიზოლაციაში და კარანტინში იმყოფებიან.
“ჩვენს თანამშრომელს, ექიმს აღმოაჩნდა კორონავირუსი, შესაბამისად დღეს ის პაციენტები, რომლებიც უნდა გაწერილიყვნენ, გაეწერნენ კარანტინში. ვისი მდგომარეობაც შედარებით მძიმე იყო იმათ ყველას ანალიზს ვუკეთებთ კოვიდზე.
ყველა თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციაში და კარანტინში, ყველას ვისაც კი შემხებლობა ოდნავ მაინც ჰქონდა ამ ექიმთან.
არანაირი მოგზაურობის ისტორია მას არ აქვს, კორონავირუსზე დადასტურებული პაციენტი ჩვენ არ გვყოლია, რა მოხდა და როგორ ვერ გეტყვით, ამაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ”,- განაცხადა ყურაშვილმა.