მარინა ეზუგბაია: პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, პაციენტი პაციენტია, მას სხვა კრიტერიუმები არ სჭირდება

“პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესსა და ასაკზე ვლაპარაკობთ, პაციენტი პაციენტია, მას არ სჭირდება სხვა კრიტერიუმები, ჩვენი მეგობარი იქნება, თუ მტერი, ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ”,- ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვას, „როგორ შეაფასებდა ის ექიმის, დავით ნანობაშვილის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია კორონავირუსით დაინფიცირდება, მას ექიმები არ უმკურნალებენ“.

ეზუგბაიას თქმით, წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს.

„ჯერ ერთი, გილოცავთ დღეს უდიდეს დღესასწაულს, რომელსაც ბზობა ჰქვია და ქრისტიანი ადამიანი არასოდეს უარს არ ამბობს და მითუმეტეს ქრისტიანი ექიმი. რას ნიშნავს ეს? მტერი უნდა გიყვარდეს შენიო და მითუმეტეს პაციენტი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანია და სჭირდება დახმარება. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესზე ვლაპარაკობთ, არც ასაკზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი პაციენტია, მას არ სჭირდება სხვა კრიტერიუმები. ის არის ავად და ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ, არ აქვს მნიშვნელობა ის ჩვენი მეგობარი იქნება, თუ მტერი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები