ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია, დეფიციტი არ შეიქმნება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია.
“უკვე კვირაზე მეტია, საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია. ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე, მწარმოებლებსა და კერძო შემომტანებთან გვაქვს კოორდინაცია. ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება”, – აცხადებს ტიკარაძე.