საქართველოში კორონავირუსით ერთ-ერთი ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ერთ-ერთი ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც ამ შეკრებას ესწრებოდა, თვითიზოლაციაში იმყოფება.

„რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში, ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები