ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალური ავტობანის იგოეთის მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიულს დაეჯახა. შემთხვევისას მძღოლი ადგილზე დაიღუპა . “რეგიონული კვირას “ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
როგორც ”რეგიონულ კვირა” შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარ დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე 6 ნაწილით დაიწყო.