ანრი ოხანაშვილი: კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება
“ჩვენ დავაინიცირეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირის მიერ, რომელიც დაარღვევს კარანტინის წესს და რომელშიც მოიაზრება ე.წ. თვითიზოლაციის წესის დარღვევა, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 000 ლარით, იურიდიული პირის შემთხვევაში სანქცია 15 000 ლარი იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირს, რომელიც წესებს ხელმეორედ დაარღვევს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
“ჩვენ დავაინიცირეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირის მიერ, რომელიც დაარღვევს კარანტინის წესს და რომელშიც მოიაზრება ე.წ. თვითიზოლაციის წესის დარღვევა, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 000 ლარით ადმინისტრაციული წესით, იურიდიული პირის შემთხვევაში სანქცია იქნება 15 000 ლარი. იმ შემთხვევაში თუკი ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირი, რომელმაც ერთხელ უკვე დაარღვია კარანტინის წესი, განმეორებით დაარღვევს ამ წესს, მას უკვე დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა- შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით”, – განაცხადა ოხანაშვილმა.