მოსალოდნელია თუ არა საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეჩერება – როგორია ეკონომიკის მინისტრის პოზიცია

„არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გაართულებს ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას და, მაგალითად, ჩამოშლის საპენსიო რეფორმას“, – ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ოპოზიციის ერთი ნაწილის ინიციატივას, რომელიც საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეჩერებას გულისხმობს.
როგორც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რაოდენ კეთილი მიზნებიც  უნდა ამოძრავებდეთ, პოლიტიკოსები პასუხს მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე აგებენ, განსხვავებით ხელისუფლებისაგან, რომლის თითოეული ნაბიჯი შორეულ პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი.
„კორონავირუსის პრობლემა ადრე თუ გვიან ჩაივლის, ჩვენ ამას მოვერევით. დღეს ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, რომლებიც მომავალში გაგვირთულებს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმისკენ დაბრუნებას. მაგალითად, ჩამოშლის საპენსიო რეფორმას. კორონავირუსი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ პენსია და პენსიონერები არის მუდმივი. აქედან გამომდინარე, ყველა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ განცხადებებს“, – განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ საპენსიო ფონდში შენატანების 8 თვით გადავადების ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები