მეუფე გერასიმე შარაშენიძე: ეკლესია არასოდეს შეცვლის იმ წესს, რომელიც წმინდა მამების მიერაა დადგენილი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზიარების წესის შესახებ დღეს საკუთარი პოზიცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ დააფიქსირა.

მისი თქმით, ეკლესია არასოდეს შეცვლის იმ წესს, რომელიც წმინდა მამების მიერაა დადგენილი.

“ეკლესია არასოდეს არ შეცვლის იმ წესს, რომელიც არის დადგენილი წმინდა კრებების და მამების მიერ, თვითონ ადამიანებმა უნდა შეიკავონ თავი თუ ვირუსის მატარებლები არიან. თუ ასეთი შემთხვევა არის და მათ ზიარება სურთ, მაშინ სასულიერო პირები მივლენ და მათ სახლში აზიარებენ”,- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები