თენგიზ ცერცვაძე: ჯერ არ დაფიქსირებულა კორონავირუსის გავრცელების ის ტიპი როდესაც პიროვნება ინფიცირდება და ვისთან ჰქონდა კონტაქტი არ იცის
კორონავირუსის შიდა გადაცემის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია დაფიქსირებული, სულ 5-6, ეს ბევრი არ არის,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა გავრცელების ის ტიპი როდესაც პიროვნება კორონავირუსით ინფიცირდება და ვისთან ჰქონდა კონტაქტი არ იცის.
“შიდა გადაცემის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია დაფიქსირებული, სულ 5-6, ეს ბევრი არ არის, ზოგი ამას მეორეულს, მესამეულს ეძახის, მაგრამ ფაქტი ერთია საქმე გვაქვს უცხოეთში დაინფიცირებულ და საქართველოში დაბრუნებული პირის მიერ აქ დაინფიცირებასთან პიროვნების. ჯერ არ დაფიქსირებულა გავრცელების ის ტიპი როდესაც პიროვნება ინფიცირდება და ვისთან ჰქონდა კონტაქტი არ იცის. იმათი წრე ცნობილია, ამითი განსხვავდება იმ საშიში სიტუაციისგან, რომ მათ იციან ვისგან გადაედოთ, წრე ცნობილია და მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ”,- განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.