Starbucks-ი, კორონავირუსის გამო, ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელზე გადადის

კომპანია Starbucks-ი კანადურ და ამერიკულ ფილიალებში სასმლისთვის ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელზე გადადის. აღნიშნული ზომებით კომპანია ცდილობს, შეამციროს ვირუსის გადაცემის რისკი მომხმარებლისგან თანამშრომელზე და პირიქით.

ამავდროულად, Starbucks-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტისა და კომპანიის ამერიკული და კანადური ფილიალების პრეზიდენტის, როზან უილიამსის თქმით, კომპანია ისევ შესთავაზებს 10%-იან ფასდაკლებას ყველა კლიენტს, ვინც მოვა თავისი ჭიქით ან მოუნდებათ ყავის დალევა ჩვეულებრივი ჭურჭლიდან უშუალოდ ყავახანაში
სხვადასხვა მონაცემით, Starbucks-ის ყავახანებში საკუთარი ჭიქებით მომხმარებელთა, დაახლოებით, 5% დადის.
კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, ყავახანები რეგულარულ სანიტარულ დამუშავებას გადიან, თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს, თუ როგორ მოიმოქმედონ, თუკი ისინი დაავადებულ ადამიანს დაინახავენ, თუ როგორ გაუწიონ დახმარება და ა.შ.. გარდა ამისა, კომპანიამ შეზღუდა თანამშრომლების საქმიანი ვიზიტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ. გარდა ამისა,  შეცვალა დიდი საქმიანი ღონისძიებების ფორმატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები