ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდგინდა

ბათუმის  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი დღეს საღამოს მიიღეს. იგი გუშინ იტალიიდან სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა საქართველოში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს. თუმცა პრევენციის მიზნით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩებოდა. პაციენტი სახლში უკვე გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები