აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ირანიდან საქართველოში შემოსული მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასტარინის საბაჟოდან ამოღებული კადრები მიუთითებს იმაზე, რომ იმ დროს როდესაც საქართველოს მოქალაქე კონტროლს გადიოდა, მას ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა, არც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შეინიშნებოდა რაიმე სახის ცვლილება.

“კორონავირუსის სიმპტომების მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვირუსი 10-12 საათში გამოვლინდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს ასტარინის საბაჟო პუნქტიდან საქართველოს საზღვრამდე მისასვლელად დასჭირდა. ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს შეადგენს, რომლის დროს ის შეიძლება გამოვლინდეს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით ყველა საჭირო ზომა მიიღება, კერძოდ, დადგენილია ყველა პირი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდა საქართველოს მოქალაქესთან, მათ შორის მესაზღვრეები, მებაჟეები, მედდები, რომლებიც სამედიცინო კონტროლზე არიან აყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები