მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას
ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც თქვენ დღემდე არ გაქვთ მისასვლელი პირი,- ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მესამე სექტორის წარმომადგენლების მიერ ივანიშვილის გამოსახულებიანი ფიტულის დაწვას.
ყაველაშვილის თქმით, ,,პერფომანსს“ აწყობენ ისინი, ვინც დახოცა, გააუპატიურა და გაძარცვა ათასობით ადამიანი.
,,ამ “პერფორმანსს” აწყობენ ზუსტად ის “უჯიშოთა ჯიშის” წარმომადგენლები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთს გადასცა 30-ზე მეტი ეკონომიკურად სტრატეგიული ობიექტი, 125 ქართული სოფელი, 26000 ადამიანი აქციეს ლტოლვილად, უკან შემოაბრუნეს და დააკანონეს საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები, ქვეყანაში ჰყავდათ ასობით ათასი პრობაციონერი, დახოცეს, გააუპატიურეს და გაძარცვეს ათასობით ადამიანი.
ახლა მე მინდა მათ მივმართო: თუ თქვენ ეგრე გსურთ გეტყვით, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად გააკეთა, რომელთანაც თქვენ მისასვლელი პირი დღემდე არ გაქვთ”,- წერს მიხეილ ყაველაშვილი.