გორის მერიაში გენდერულად მგრძნობიარე მონაცემების შეგროვების თემაზე ტრენინგი ჩატარდა
გორის მერიაში გენდერულად მგრძნობიარე მონაცემების შეგროვების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – პაატა ივანიშვილი, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი – დავით ჩიხრაძე, მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი – ვერა ბიწაძე და გორის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მონაწილეები გენდერული სტატისტიკის საკითხებს, გენდერული ინდიკატორების გლობალურ მინიმალურ სიას, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების მეთოდებს, საქართველოში გენდერული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაცია გენდერული სტატისტიკის საკითხებზე. ტრენინგი დაგვეხმარება, უკეთ შევაგროვოთ გენდერული მონაცემები და გამოვკვეთოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების საჭიროებები. აღნიშნული ინფორმაცია კი დაგვეხმარება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გახდეს მეტად მორგებული ქალების ინტერესებსა და საჭიროებებზე, დაიგეგმოს და განხორციელდეს უფრო მეტი პროექტი, რაც ქალების სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, გამოუთავისუფლებს მათ დროს საოჯახო საქმიანობიდან და მისცემს საშუალებას მეტად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ვერა ბიწაძემ.
ტრენინგი ,,ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის ,,ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში ტარდება