არჩილ თალაკვაძე: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ განვიხილავთ

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ განვიხილავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თინა ბოკუჩავას პარლამენტში ერთობლივ ბრიფინგთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს იყო ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკურ პარტიებს ბრიფინგების გამართვა საკუთარ ოფისში შეუძლიათ.

„ჯერ ერთი, თინა ბოკუჩავას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩემთან ბრიფინგთან დაკავშირებით. მეორეც, ეს არის სუფთა პოლიტიკური, ვიწროპარტიული ბრიფინგი, რომელზეც ეს პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს კონკრეტული მოქალაქის ინტერესი საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენოს. შესაბამისად მე პირად მიმაჩნია, რომ ასეთი ბრიფინგების ადგილი მათი პარტიული ოფისია. ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, პირდაპირ გეტყვით, რომ არ განვიხილავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მალხაზ მაჩალიკაშვილი და თინა ბოკუჩავა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილი შენობაში არ შეუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები