დოდო გუგეშაშვილი მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულზე – არ ვიცი, რომელ პიროვნებაზეა საუბარი

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი თავისი შვილის მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით “კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია მასაც არ აქვს, რაც შს სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის ბრალდებულის ინიციალები არაფერზე მეტყველებს და მკვლელობის მოტივიც ამ დრომდე უცნობია.

“ჩემთვის მოტივზე არაფერი არ არის ცნობილი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი უბედურების პირველივე დღიდან, მე დარწმუნებული ვიყავი და ვენდობოდი ჩემი ქვეყნის სამართალდამცველებს და ვენდობოდი გამოძიებას.

​მუდმივად ვიყავით მე და ჩემი ადვოკატი ყველაფერში ჩართულები. აქედან გამომდინარე მე არასოდეს ეჭვი არ შემპარვია, რომ ეს საქმე გაიხსნებოდა.

​დამატებით არაფრის თქმა არ შემიძლია, რასაც ვუსმინე მაგ ინფორმაციის მეტი მეც არ მაქვს. მე არც ის არ ვიცი, რომელ პიროვნებაზეა საუბარი, ეს ინიციალები არაფერს მეუბნება. მოტივიც არ ყოფილა ნახსენები”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა “კვირასთან” საუბრისას.
ცნობისათვის, დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია. ამის შესახებ შს სამინისტროში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ცნობით, გრიგოლ გუგეშაშვილის მკვლელობისთვის 1975 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები