კორონავირუსით დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი იზრდება, ასევე მისი გავრცელების არეალი გაფართოვდა (ვიდეო)

ჩინეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია, დაავადებულია 571 ადამიანი, მათგან 95 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გარდაცვლილთა უმრავლესობა 65 წლის წემოთ ასაკისაა.

ამის შესახებ ინფორმაციას, ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

ამ ეტაპზე ვირუსი ჩინეთის უკვე 25 პროვინციაშია გავრცელებული.

გასული დღეღამის განმავლობაში, დაავადების 131 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქალაქ უხანის მოსახლეობას, იქ სადაც ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს. გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლებამ ავტობუსების და მეტროს მუშაობა, ასევე საქალაქთაშორისო მატარებლებისა და თვითმფრინავების მუშაობა შეაჩერა.

პროვინცია ხუბეიში, სადაც ქალაქი უხუანი მდებარეობს, 11 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსის შემთხვევა უკვე ჰონგკონგში, მაკაოსა და ტაივანშიც დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები