საპატრიარქო ილია მეორის დაბადების დღის ფოტოებს ავრცელებს
4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს როგორც ხელისუფლების პირველმა პირებმა, ისე ინტელიგენციის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და მრევლის წევრებმა.
პატრიარქს დაბადების დღე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიულოცეს. 4 იანვარს ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა.