მეუფე გრიგოლი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: მეგონა უკვე შეიწყალეს, არა?

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე შეწყალებული ეგონა. მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით სინოდის შუამდგომლობის დადგენილება პრეზიდენტამდე მივიდა თუ არა.
“მეგონა უკვე შეიწყალეს, არა? სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება შეწყალებაზე, პრეზიდენტამდე მივიდა თუ არა დადგენილება არ ვიცი. მე მგონი, უნდა შეიწყალოს და ახალ წელს სახლში უნდა შეხვდეს”,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან შუამდგომლობას გაუწევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები