პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის ძმას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ბათუმში პოლიციელის დაჭრის საქმეში დაკავებულ პირის ძმას სასამართლომ ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებულის ძმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლითაა დაკავებული. მას სასამართლომ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.