ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” სოფელ ფლავის ბაგა-ბაღს საჩუქრები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საბავშვო ბაგა-ბაღს ახალი სამაგიდო თამაშები, საგანამანათლებლო ლიტერატურა და სათამაშოები გადაეცა. საქველმოქმედო აქციის ავტორი ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია  გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში საქმიანობს. ასოციაციის პრეზიდენტის მაია კვეზერელი-კოპაძის განცხადებით, ასოციაცია ყოველთვის ცდილობს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს როგორც ბაღებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს ე.წ საზღვრისპირა სოფლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები