რუსუდან თევზაძე: დაუშვებელია ინდივიდის პირადი ტრაგედია განაზოგადო, განიხილო პოლიტიკურ ჭრილში და სამოქმედო გეგმის განხორციელების მექანიზმად აქციო

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დროსა და სივრცეში. განათლების პოლიტიკის თვისობრივი და ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი ქმედითი რეკომენდაციების შემუშავება”,-ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა, რუსუდან თევზაძემ ქვეყნაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა, დაუშვებელია ინდივიდის პირადი ტრაგედია განაზოგადო და სამოქმედო გეგმის განხორციელების მექანიზმად აქციო.
“ნებისმიერი სიტყვა და ქმედება არაფერია… ვწუხვარ და განვიცდი!!!
თუმცა, ვალდებული ვარ მცირე პროფესიული ანალიზი და შეფასება გავაკეთო.
ჭეშმარიტ და ჯეროვან სამოქალაქო მონაწილეობასთან დაკავშირებული საზოგადოების ცოდნა, ცნობიერება და შესაბამისი ქმედება, ჯერ კიდევ ღრმა კრიზისშია. ინდივიდებისა, თუ სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული რეაგირება ცდება ყოველგვარ მორალურ ჩარჩოს და მიზანმიმართულად შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკური კონტენტით.
დაუშვებელია ინდივიდის პირადი ტრაგედია განაზოგადო, განიხილო პოლიტიკურ ჭრილში და აქციო სამოქმედო გეგმის განხორციელების მექანიზმად.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დროსა და სივრცეში. განათლების პოლიტიკის თვისობრივი და ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი ქმედითი რეკომენდაციების შემუშავება.
1. იკვეთება ოჯახის, სკოლისა, თემის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობა.
2. საჯარო თუ, კერძო სკოლის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის სამართლებრივი ჩარჩოს რეორგანიზება.
3. სკოლებში ფსიქოლოგიური კომპონენტის სიღრმისეული დანერგვა.
4. სკოლებში სააღმზრდელო კომპონენტის გაძლიერება.
5. სკოლებში მეგობრული და ჰუმანური გარემოს შექმნა.
​აუცილებელია, სკოლაში გაიმიჯნოს ინდივიდუალური და კორპორატიული პასუხისმგებლობა, ვალდებულება თუ უფლება, რაც უზრუნველყოფს, ობიექტურ პლატფორმაზე დაფუძნებული გონივრული ნაბიჯების გადადგმას”,-წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები