ოპერაცია დასრულდა – ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ოპერაცია დასრულდა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სამართალდამცველს ჭრილობა ყელის არეში ბასრი იარაღით, აქვს მიყენებული. მედიკოსები ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ.
ოპერაციის მსვლელობისას სამედიცინო დაწესებულებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი იმყოფებოდნენ.