ოკუპირებული ახალგორიდან 80 წლის მამაკაცი სამკურნალოდ მცხეთის საავადმყოფოში გადმოიყვანეს
რამდენიმე საათის წინ ახალგორიდან გულის უკმარისობის დიაგნოზით, ოკუპირებული ახალგორიდან 80 წლის კარლო თაზიაშვილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. როგორც “რეგიონულ კვირას” ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით ახალგორის საავადმყოფოში შეიქმნა 5 კაციანი მედიკოსთან ჯგუფი, რომელთა დაჟინებული მოთხოვნით, 80 წლის კარლო თაზიაშვილის ე.წ საზღვირს მეორე მხარეს გადმოყვანა მოხდა. ამ დროითვის, თაზიაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული
,, როგორც ჩემთვისაა ცნობილი თაზიაშვილის მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა. პაციენტი მწვავე გულის შეტევით, ახალგორიდან ჯერ ცხინვალში იყო გადაყვანილი შემდეგ კი ახალგორში შექმნილი 5 კაციანი სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
უკვე 3 თვე ნახევარი, რაც ე. წ სასაზღვრო ზოლი ჩაკეტილია, შესაბამისად, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 1500-მდე ქართველი და ოსი ვერ ახერხებს ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლას. მათი მდგომარეობა უმძიმესია. ჩემი ინფორმაციით, პაციენტთა უმეტესობა ცხინვალის საავადმყოფოში გადაყავთ, სადაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგი დგება. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე პაციენტია, რომელიც მკურნალობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის “,- განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.