გიგა მაქარაშვილისთვის მორალური ზიანის მიყენების საქმეზე თემურ მანველიშვილი უდანაშაულოდ ცნეს

სამოქალაქო აქტივისტის – გიგა მაქარაშვილისთვის მორალური ზიანის მიყენების საქმეზე, ნაფიცმა მსაჯულებმა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ მანველიშვილი უდანაშაულოდ ცნეს. გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ, გამოცხადდა.
საქმეზე სასამართლო სხდომები თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა, შემდეგ კი ბრალდებულის მოთხოვნით, საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტები და იმ დროინდელი ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მანველიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც თემურ მანველიშვილმა აქციის ერთ-ერთ მინაწილეს, გიგა მაქარაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები