სოზარი სუბარმა და ირაკლი ქადაგიშვილმა ომალოში ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს
პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში – სოზარ სუბარი და კახეთის მხარეში სახლმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი თუშეთში, სოფელ ომალოს ესტუმრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან საჭიროებები პირადად მოისმინეს.
ადგილობრივებმა სოზარ სუბარსა და ირაკლი ქადაგიშვილს ვერტმფრენის დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თუშეთისათვის არა მხოლოდ რეგულარული ავიარეისების დანიშვნა არამედ, ის პროექტებიც, რაც რეგიონის განვითარებისთვის ხორციელდება.
ცნობისთვის, თუშეთში რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზარდა და სოფლებში ზამთრის გამტარებელი მოსახლეობაც უფრო მეტია. მაღალმთიან რეგიონში რეისებით უკვე მესამე წელია მოსახლეობა უსასყიდლოდ, სარგებლობს. ზაფხულში უკვე 300-მდე ოჯახი რჩება მთაში. უფასო ავიარეისების დანიშვნის შემდეგ, სოფელში ახალი მშენებლობები გაჩნდა. ამ დროისთვის თუშეთში 40-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, საიდანაც უმეტესობა „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. რეგიონმა ამ სეზონზე 15 000-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. გარდა ამისა რეგიონში ფუნქციონირებს ამბულატორიაც და ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფებიც რეგულარულად ემსახურება სოფლებს. სამომავლო პროექტებში ადგილობრივი გუბერნატორის და კერძო ბიზნესის ინიციატივით, იგეგმება საბაგირო გზის მშენებლობაც, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდის. ამ დროისთვის თუშეთს ინფრასტრუქტურის სამინიტრომ უკვე გადასცა 3 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც ზამთრის სეზონზე გზების წმენდას გაამარტივებს.