15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ქუთაისში ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალი აღარ გაიმართება
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი აღარ გაიმართება – ამის შესახებ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია განცხადებას ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე.
შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება”,- ნათქვამია მერის განცხადებაში.
ქუთაისის მერიამ ნაძვის ხის ანთების ცერემონიის გარდა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა.