სოზარ სუბარი: საქართველოს მთელი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში – სოზარ სუბარი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში გამოფენას “სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876” დაესწრო. გამოფენა წელს პირველად გაიმართა.

საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ექსპოზიცია, საარქივო დოკუმენტაციაზე, ეთნოგრაფიულ და ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, თავისუფლებისათვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებულ, მაღალმთიანი პატარა სოფლის-ხალდეს მკვიდრთა შემართებასა და თავგანწირვაზე მოგვითხრობს.

გამოფენას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი – კაპიტონ ჟორჟოლიანი ესწრებოდა.

როგორს პრემიერის მრჩელეველმა – სოზარ სუბარმა აღნიშნა გამოფენის გახსნა ღირსშესანიშნავი მოვლენაა, რადგან სოფელი ხალდე საქართველოს ისტორიაში რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელია.

“საქართველოს მთელი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ხალდეს აჯანყება. ერთი პატარა სოფელი, სადაც სულ ცხრამეტი კომლი ცხოვრობდა, ორი წლის განმავლობაში, მედგარ წინაღმდეგობას უწევდა მსოფლიოს უდიდეს, რუსეთის იმპერიას. სოფელმა ხალდემ შეძლო დაეცვა თავისი ღირსება და პრინციპები.
წელს პირველად, 150 წლის შემდეგ, ოთხი ოჯახი უკვე დაუბრუნდა მამაპაპისეულ კერას, წელს პირველად შევიდა იქ ელექტრო ენერგია და სულ მალე, ხალდე ახალ სიცოცხლეს შეიძენს”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები