ნინო თვალთვაძე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ცენტრს ესტუმრა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ნინო თვალთვაძე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ “ჯადოსნურ სამყაროს” ესტუმრა და ბენეფციარებთან ერთად არტ-თერაპიულ აქტივობებში მიიღო მონაწილეობა. ნინო თვალთვაძემ ასევე დაათვალიერა გარემო, სადაც სენსორული ოთახის მოწყობა იგეგმება.
აღნიშნული ღონისძიებები, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.